პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა



პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

იამზე ჯოხაძე


Flowchart: Predefined Process: ისტორიული წყაროს ანალიზისას არსებული სირთულეების კვლევა 
























 სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის
 სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლა
2018 წელი




სარჩევი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


1. შესავალი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––------------- 3
2. ინფორმაცია სკოლის შესახებ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––--- 3
3. საკვლევი საკითხის მიმოხილვა –––––––––––––––––––––––––––––––––––––- 3
4. კვლევის მიზანი და ამოცანები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––- 4
5. პრაქტიკის კვლევის არსი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––- 5
6. ლიტერატურის მიმოხილვა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  5
7. კვლევის  ვადები–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––- 6
8. კვლევის მეთოდოლოგია –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 7
9. კვლევის შედეგების ანალიზი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––- 7
10. კვლევის მიგნებები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 10
11. ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება –––––––––––––––––––––– 10
12. ინტერვენციების შეფასება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 11
13. რეკომენდაციები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 12
14. ნაკლოვანებები/თვითკრიტიკა ––––––––––––––––––––––––––––––––––––– 12
15. დასკვნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  13
16. ბიბლიოგრაფია ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  14
17. დანართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---15
18. კვლევის შედეგების გაზიარების რეფლექსია -------------------------------- 19










შესავალი

            წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს.
            ნაშრომში განხილულია საბაზო და საშუალო საფეხურზე ისტორიული წყაროს ანალიზთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემები და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი ღონისძიებები.
            ნაშრომში ასახულია ინფორმაცია სკოლის შესახებ, საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები; პრაქტიკის კვლევის არსი; ლიტერატურის მიმოხილვა;
კვლევის მეთოდოლოგია და პროექტის ვადები; კვლევის შედეგების ანალიზი; კვლევის მიგნებები; ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება; ინტერვენციების შეფასება; რეკომენდაციები; ნაკლოვანებები/თვითკრიტიკა.



ინფორმაცია სკოლის შესახებ

სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის დირექტორია ცისანა ობოლაძე. სკოლასთან შერწყმულია ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ უნწის დაწყებითი სკოლა. სკოლაში სწავლობს 43 მოსწავლე. სკოლაში მუშაობს 26 მასწავლებელი, მათგან სქემაში ჩართულია 23. სკოლას ჰყავს  5 უფროსი მასწავლებელი, მათ შორის სკოლის დირექტორი. სკოლის მასწავლებლები ზრუნავენ პროფესიული უნარების განვითარებაზე, გადიან გადამზადებას და უზიარებენ გამოცდილებას ერთმანეთს. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერებით, ინტერნეტით, ბიბლიოთეკით, რაც საშუალებას იძლევა ხარისხიანად წარიმართოს სწავლა–სწავლების პროცესი.


საკვლევი საკითხის მიმოხილვა
         
წერილობითი წყაროს ანალიზი ისტორიის სწავლა/სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია. მისი გამოყენებისას მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნების. პრობლემის დასმისა და გადაჭრის, ანალიზისა და შეფასების უნარ-ჩვევები.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, გადავწყვიტე  საგაკვეთილო პროცესში სათანადო ყურადღება დამეთმო  ისტორიულ წყაროებთვის და  და სწავლების მნიშვნელოვან კომპონენტად მექცია. თავდაპირველად საგაკვეთილო პროცესში ისტორიული წყაროების ზედაპირული განხილვით შემოვიფარგლებოდი, რაც მოსწავლეებისთვის საკმაოდ მარტივი იყო.  შემდეგ ისტორიული წყაროების გამოყენება სასწავლო პროცესში დავიწყე  შემაჯამებელი ტექსტური დავალებების ერთ–ერთ კომპონენტად. 2016–2017 სასწავლო წლის და 2017–2018 წლის I სემეტრის შემაჯამებელი დავალებების ანალიზისას აღმოვაჩინე, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს სწორედ ისტორიული წყაროს ანალიზი გაუჭირდა. გადავწყვიტე ეს პრობლემა ჩემი კვლევის საგნად ამერჩია.
თავდაპირველად აუცილებელი იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. მოსწავლეებზე დაკვირვების შდეგად გამოვკვეთე რამოდენიმე სავარაუდო ფაქტორი:
Ø  დროის სიმცირე და სტრესული გარემო, რაც ახლავს შემაჯამებელი სამუშაოს შერულებას;
Ø  წერითი აზროვნების პრობლემა;
Ø  წყაროს ანალიზის სტრატეგიების არაადეკვატური გამოყენება, რაც წაკითხულის გააზრებაში ხელს უშლის მოსწავლეებს;
Ø  ტექსტის სირთულე;



კვლევის მიზანი და ამოცანები

·         კვლევის მიზანი – კვლევის მიზანია ისტორიული წყაროს ანალიზთან დაკავშირებული სირთულეების დადგენა და  შესწავლა,  პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა  და შესაბამისი ინტერვენციებით არსებული პრობლემის მინიმუმამდე დაყვანა.
·         კვლევის ამოცანები – კვლევის ამოცანაა პასუხი გაეცეს მთავარ  კითხვას:
რა არის ისტორიული ტექსტის ანალიზთან დაკავშირებული პრობლემები  და როგორია მათი გადაჭრის გზები?
ქვეკითხვები:
?  არის ჩემს მიერ წყაროს ანალიზისას შეთავაზებული  სტრატეგიები, კითხვები ადეკვატური და იოლად გასაგები?
? აქვთ თუ არა მოსწავლეებს ინფორმაციის გადამუშავების პრობლემები?
? აქვთ თუ არა მოსწავლეებს წერითი აზროვნების პრობლემა?
? განვითარებული აქვთ  მოსწავლეებს ისტორიული აზროვნებისა და კვლევის უნარი?
? რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს წაკითხული ტექსტის გააზრება/გაგება?
? რამდენად შეუწყობს ხელს ისტორიულ წყაროებზე მუშაობა მოსწავლეებს შორის ამ უნარების გამომუშავება და განვითარება საგნის უკეთესად ათვისებასა და მოტივაციის ამაღლებაში?







პრაქტიკის კვლევის არსი

საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, წამოვაყენე საკვლევი პრობლემა, რომელიც შეეხებოდა საბაზო და საშუალო საფეხურზე ისტორიული წყაროს ანალიზთან დაკავშირებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის, გაუმჯობესების გზებს. პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ მიდგომას, მკვლევრებისა და არასპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ ქმედებას. პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები ერთგუნდად ერთიანდებიან, ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს და სასურველ შედეგსაც აღწევენ. მნიშვნელოვანია, კვლევაში ჩაერთონ ის პიროვნებები, რომელთაც უშუალოდ შეხება აქვთ პრობლემასთან. ამიტომ კვლევაში ჩავრთე როგორც მოსწავლეები, ასევე კლასების დამრიგებლები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები. ამგვარად, კვლევაში მონაწილე პირთა შემადგენლობა ასეთია:
1.      ხევაშენის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის 19 მოსწავლე (კვლევაში არ მონაწილეობს 2 სსსმ მოსწავლე);
2.      ხევაშენის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის 5 დამრიგებელი;
3.      ხევაშენის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის  ქართული ენისა და ლიტერატურის 2 მასწავლებელი (ორივე მასწავლებელი ამავე დროს დამრიგებელიცაა).



ლიტერატურის მიმოხილვა

საკვლევი საკითხის  ირგვლივ ლიტერატურის მოძიებისას ჩემს თავს დავუსვი კითხვა: რატომ უნდა დავეხმარო მოსწავლეებს ისტორიული წყაროს ანალიზისთვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებაში?  
შესაბამისი ლიტერატურის მიმოხილვისას ძირითადად გამოვიყენე ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge - ში გამოქვეყნებული სტატიები ისტორიული წყაროს ანალიზის მნიშვნელობის, სტრატეგიებისა და მეთოდების შესახებ. რაც საგრძნობლად დამეხმარა საკვლევი თემის გაანალიზებაში, კვლევის მეთოდებისა და სტრატეგიების შემუშავებასა, დაგემვასა და განხორციელებაში.
სათანადო ლიტერატურის დამუშავების შემდეგ გამოვიტანე დასკვნები: ისტორიული წყაროები ისტორიის სწავლებსთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ისტორიული წყაროები შესწავლა, კრიტიკული განხილვა და ანალიზი ისტორიის გაგების ერთ-ერთი მტკიცე საწინდარია. წყაროების კრიტიკული განხილვა საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან, გაკვეთილის ტექსტისგან განსხვავებით ისინი ხშირად სუბიექტურია და ავტორის აზრს გამოხატავს, ამიტომ შესაძლოა, არასრულად ან სულაც დამახინჯებით ასახავდეს ისტორიულ სინამდვილეს. შესაბამისად, ისტორიულ წყაროში მოცემული ზოგიერთი დეტალი (თარიღები, მოვლენების აღწერა, სხვა მონაცემები) ზოგჯერ არ ემთხვევა გაკვეთილის ტექსტს. ისტორიული წყაროს ანალიზი ისტორიის სწავლა/სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია. მისი გამოყენებისას მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნების, პრობლემის დასმისა და გადაჭრის, ანალიზისა და შეფასების უნარ-ჩვევები. ეს უნარები კი აუცილებელი პირობაა ისტორიული კვლევის გახორციელებისთვის.



კვლევის  ვადები


აქტივობა
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
პრობლემის იდენტიფიცირება
X





კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება

X




ფოკუსჯგუფებთან მუშაობა


X



დიალოგი დამრიგებლებთან და მასწავლებლებთან


X



კითხვარის შედგენა


X



მოსწავლეთა ანკეტირება



X


მონაცემთა ანალიზი



X


ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება



X
X

ინტერვენციის შედეგების ანალიზი




X

პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებასთან და შედეგების განხილვა





X









კვლევის მეთოდოლოგია 

1.    სამიზნე ჯგუფი:
·         ხევაშენის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის  მოსწავლეები;
·         ხევაშენის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის დამრიგებლები;
·         ხევაშენის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები;
2.    კვლევის მეთოდები:
კვლევის სანდოობ და მაღალ ხარისხ უზრუნველსაყოფად  გამოვიყენე როგორც თვისობრივი  – ფოკუსჯგუფები, დიალოგი, ისე  რაოდენობრივი მეთოდი – ანკეტირება. ფოკუსჯგუფები და ანკეტირება გამოვიყენე მოსწავლეებთან, ხოლო დიალოგის მეთოდი – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან და კლასის დამრიგებლებთან.
ფოკუსჯგუფების მეთოდით  ვიმუშავე ცალკე საბაზო და ცალკე საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან. მიუხედავად იმისა,  რომ მოსწავლეებისთვის ფოკუსჯგუფში მუშაობამ თავდაპირველად გარკვეული უხერხულობა გამოიწვია, მოსწავლეები მალე გაიხსნენ და თამამდ და ღიად ისაუბრეს არსებული პრობლემის ირგვლივ და მეც ცხადად დავინახე საკუთარი ხარვეზები. ანკეტირება ჩავატარე ორივე საფეხურის მოსწავლეებთან. ანკეტირება მოხდა  ანონიმურად, რადგან ამ დროს რესპოდენტი არ იზღუდება და გულწრფელია პასუხების გაცემის დროს. შესაბამისად მის მიერ გაცემული პასუხები სანდო და ზუსტია.



კვლევის შედეგების ანალიზი

მოსწავლეებთან ფოკუსჯგუფებისა და ანკეტირების მეთოდით მუშაობამდე, დიალოგის გასამართად მოვიწვიე კლასის დამრიგებლებისა და ქართული ენის მასწავლებლების ჯგუფი. დიალოგის დაწყებამდე ჯგუფს მივაწოდე ინფორმაცია ჩემს მიერ დაგეგმილი კვლევის შესახებ. ავუხსენი მათ საკვლევი საკითხის შერჩევის მიზეზები და ვთხოვე მათ გვესაუბრა პრობლემის ირგვლივ. დიალოგის დროს გამოიკვეთა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებსაც აქთ პრობლემა ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებით. ასევე გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს უფრო ეადვილებათ დახურულ კითხვებზე ორიენტირებული  შემაჯამებელი ტესტური სამუშაოები, ვიდრე ღია კითხვებზე ორიენტირებული, ასევე მათთვის სირთულეს წარმოადგენს შემაჯამებელი სამუშაოს რეფერატის, ესეს, თემის  და ა.შ. სახით წარმოდგენა. გამოიკვეთა წერითი აზროვნების პრობლემა. ჯგუფის წევრებმა სიამოვნებით გამოთქვეს კვლევის პროცესში დახმარების სურვილი. დამრიგებლების დახმარებით ორგანიზება გავუკეთე ფოკუსჯგუფებთან მუშაობას, ქართული ენის მასწავლებლები კი დამეხმარნენ ანკეტირებისთვის განკუთვნილი კითხვარის შედგენაში (იხ. დანართი.)
ფოკუსჯგუფებთან მუშაობის დროს გამოიკვეთა შემდეგი საკითხები: მოსწავლეებს უფრო ეადვილებათ დახურულ კითხვებზე მუშაობა, წერითი დავალებების შესრულებას ურჩევნიათ მსჯელობა, დისკუსია და ა.შ. მრავალკომპონენტიან შემაჯამებელ ტესტურ დავალებაზე მუშაობისას უჩივიან დროის სიმცირეს, ისტორიული წყაროს ტექსტის სირთულეს, უჭირთ ვიზუალური ისტორიული წყაროს აღქმა.
ანკეტირების შედეგებმა ფაქტიურად დაადასტურა ფოკუსჯგუფებთან მუშაობის შედეგები:


   
 

 


         







კვლევის მიგნებები

კვლევის შედეგების ანალიზმა გამოკვეთა კვლევის მიგნებები:
Ø  მოსწავლეთა უმრავლესობა თვლის, რომ ისტორიული წყაროს ანალიზს დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიის შესწავლაში;
Ø  მოსწავლეთა უმრავლესობას აქვს წერითი აზროვნების პრობლემა;
Ø  კრიტიკული აზროვნების პრობლემა.



ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება

კვლევის შედეგების გაანალიზების შემდეგ, ინტერვენციების დაგეგმვისას გავითვალისწინე, რომ ადეკვატურად შერჩეული სასწავლო სტრატეგიები და მეთოდები მნიშვნელოვნად ცვლიან სასწავლო პროცესს. ასევე გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და შეხედულებები სწავლების სტრატეგიებზე. სწავლის ეფექტური და მრავალფეროვანი სტრატეგიები (ინფორმაციის ორგანიზება, დამუშავება, შეჯამება, დასკვნების გამოტანა, საკუთარი სწავლის პროცესის მონიტორინგი, და სხვა, მოსწავლეს მაღალ სააზროვნო უნარებს (ცოდნის ტრანსფერის, ანალიტიკური, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების და ა.შ.) უვითარებს. შემდეგ დავგეგმე ინტერვენციები. გადავწყვიტე ისტორიული წყაროები გამომეყენებინა გაკვეთილზე არა როგორც დამხმარე მასალა, არამედ როგორც მთავარი: კონკეტულ საგაკვეთილო თემებზე მუშაობა ისტორიული წყაროების გამოყენებით. ინტერვენციების დაგეგმვაში ძალიან დამეხმარა ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge - ში გამოქვეყნებული სტატიები  ისტორიული წყაროს ანალიზის სტრატეგიებისა და მეთოდების შესახებ.  I ინტერვენცია შეეხებოდა ვიზუალურ წყაროებზე მუშაობას,  II ინტერვენცია კი –  წერილობით წყაროებზე მუშაობას

I ინტერვენცია: ვიზუალური წყაროს ანალიზი.
გაკვეთილებზე გამოვიყენე ვიზუალური წყაროს ანალიზის ხუთ საფეხურიანი სტრატეგია: აღწერაიდენტიფიცირებაინტერპრეტაციაშეფასებაგამოხმაურება/რეფლექსია (დაწვრილებით იხ. დანართში).
ინტერვენცია განვახორციელე ორ ეტაპად:
            I ეტაპი – ვიზუალური წყაროს ანალიზი ზეპირი სახით;
            II ეტაპი – ვიზუალური წყაროს ანალიზი წერილობითი სახით;

II ინტერვენცია: წერილობითი წყაროს ანალიზი.
            ინტერვენციის განსახორციელებლად წერილობითი წყაროს ანალიზის შაბლონი (იხ. დანართი) გამოვიყენე. აქაც  ინტერვენცია განვახორციელე ორ ეტაპად:
I ეტაპი – წერილობითი წყაროს ანალიზი შაბლონის გამოყენებით წყვილებში ან                   ჯგუფში (კლასის სტრუქტურიდან გამომდინარე);
            II ეტაპი – წერილობითი წყაროს ანალიზი შაბლონის გამოყენებით ინდივიდუალურად.



ინტერვენციების შეფასება

I ინტერვენცია: ვიზუალური წყაროს ანალიზი.
წინასწარ  განსაზღვრ ამ სტრატეგიის კონკრეტული მიზნები და აქტივობები კონკრეტულ გაკვეთილებისთვის. შეარჩი ისეთი ვიზუალური წყაროები, რომელიც ადვილი აღსაქმელი იქნებოდა მოსწავლეებისთვის. ვიზუალურ წყაროებად ვიყენებდი ისტორიულ პლაკატებს,  კარიკატურებს, ისტორიულ თემატიკაზე შექმნილ ფერწერულ ტილოებს, ფოტოსურათებს, კერძო პირების ჩანახატებს სხვადასხვა კლასის შესაძლებლობებიდან და თემატიკიდან გამომდინარე. თავდაპირველად მოსწავლეებს შევთავაზე წყაროს ანალიზის ზეპირი ვარიანტი, რამაც მოსწავლეებს დაანახა ჩანაწერების გაკეთების აუცილებლობა. ჩემს მიერ შერჩეულმა ვიზუალური წყაროს ანალიზის ხუთ საფეხურიანმა სტრატეგია საშუალება მისც მოსწავლეებს, გამომუშავებინათ ვიზუალური წყაროს ანალიზის და წერითი აზროვნების უნარ-ჩვევები.
ეს მეთოდი მოსწავლეებს დაეხმარა:
Ø  ვიზუალური წყაროების გაგებასა და ინტერპრეტირებაში;
Ø  კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში;
Ø  სწავლის მეთოდების გამომუშავებაში;


II ინტერვენცია: წერილობითი წყაროს ანალიზი.
ინტერვენციის განსახორციელებლად წინასწარ თითოეული კლასის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე შევარჩიე  იმგვარი წყაროები,  რომელიც მოსწავლეებს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას მისცემდა. შევეცადე წყარო ან მისი მონაკვეთი არ ყოფილიყო მეტისმეტად დიდი, რათა მოსწავლეებს არ გასჭირვებოდათ მისი აღქმა. წყაროს  გაცნობამდე მოსწავლეებს  ვაწიდი მცირე ინფორმაცია იმ ეპოქის შესახებ, რომელშიც შეიქმნა ან რომლის შესახებაც მოგვითხრობს ეს წყარო. IX კლასში ვიყენებდი მცირე მონაკვეთებს „ქართლის ცხოვრებიდან“ ძველი ქართული ენის  გაგება/გააზრების მიზნით.
გამოყენებული სტრატეგიები და განხორციელებული აქტივობები დაეხმარა მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის დასმისა და გადაჭრის, ანალიზისა და შეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავება/ განვითარებაში.
            ჩემს მიერ განხორციელებული ინტერვენციების დადებითი შედეგად ვთვლი სასწავლო წლის ბოლოს განხორციელებული შემაჯამებელი დავალებების ფარგლებში ისტორიული წყაროს ანალიზში დაფიქსირებული წინანდელთან შედარებით ბევრად მაღალი შედეგები.



რეკომენდაციები

ვინაიდან მოსწავლეებში წერითი და  კრიტიკული აზროვნების, პრობლემის დასმისა და გადაჭრის, ანალიზისა და შეფასების,  უნარ-ჩვევების გამომუშავება/ განვითარება ხანგრძლივი და რთული პროცესია, არ უნდა დავკმაყოფილდე მიღწეული შედეგით და მომავალშიც აუცილებლად განვაგრძო პრობლემაზე მუშაობა. სასურველია დროდადრო სტრატეგიებისა და მეთოდების შეცვლა, რათა მოსწავლეებმა ინტერესი არ დაკარგონ სასწავლო პროცესის მიმართ.



ნაკლოვანებები/თვითკრიტიკა
პროექტის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს მისი განხორციელებისთვის შერჩეული არაეფექტური პერიოდი. სასწავლო წლის ბოლოს საატესტატო და Gcat – ის გამოცდებისთვის მზადებამ გარკვეულწილად ხელი შეუშალა მოსწავლეებს და მეც უფრო მაღალი შედეგების მიღებაში. ასევე შეიძლებოდა ურფო მრავალფეროვანი კვლევის მეთოდების გამოყენება (მაგ. სიღრმისეული ინტერვიუ, დაკვირვება და ა. შ.)






დასკვნა
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მასწავლებლის პროფესიონალიზმს. მასწავლებლის სტანდარტი ითხოვს მასწავლებელმა შეძლოს საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება-ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. კვლევის განხორციელებით გამოვკვეთე მოსწავლეთა საჭიროებები, ჩავატარე შესაბამისი ინტერვენციები,  დავამუშავე არაერთი ლიტერატურა, რამაც ხელი შეუწყო ჩემს პროფესიულ განვითარებას.  სწავლის ახალი სტრატეგიებისა და მეთოდების გაცნობამ მოსწავლეები დააფიქრა საკუთარ სწავლების სტილზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის.  ამაღლდა მათი მოტივაცია და მაქსიმუმამდე გაიზარდა ჩართულობა. კვლევის პროცესში გამოიკვეთა უფრო ღრმა პრობლემა, როგორიცაა კრიტიკული აზროვნების პრობლემა, რაც მომდევნო კვლევის თემა შეიძლება გახდეს.
შერჩეული სტრატეგიების დანერგვამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სწავლა–სწავლების ხარისხი. წინამდებარე კვლევის ანგარიში კოლეგებს საშუალებას მისცემს გაიზიარონ ახალი მიგნებები და გამოიყენონ საკუთარ პრაქტიკაში.




























ბიბლიოგრაფია

1. ლევან ახვლედიანი –სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი,                                                               ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge, 10.12.2012.                                                                          http://mastsavlebeli.ge/?p=3646

 

2. ისტორიული და დოკუმენტური კვლევა                                                                                                            http://www.qwelly.com/group/sociology/forum/topics/isto

 

3. სოფიკო ლობჟანიძე – როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები,
                                             ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge, 03.05.2012.
                                      http://mastsavlebeli.ge/?p=281

4. ნათია ფირცხალავა – ისტორიული კვლევის მნიშვნელობა ისტორიის გაკვეთილებზე,

                                     ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge, 19.03.2013.

                                      http://mastsavlebeli.ge/?p=3710

 

5. დავით ბოლქვაძე – წყაროებიისტორიული აზროვნებისა და კვლევის უნარებისთვის
                                        ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge, 30.01.2015.
                                        http://mastsavlebeli.ge/?p=4163

6. მაია ფირჩხაძე – არატრადიციული    გაკვეთილები  და  მოსწავლეთა ანალიტიკური და                                   კვლევითი უნარების  ფორმირება, ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge,                                   19.02.2016. http://mastsavlebeli.ge/?p=9081


           

 

 

 

 









დანართი

კითხვარი
ძვირფასო მოსწავლეებო! ვატარებ კვლევას საბაზო და საშუალო საფეხურზე ისტორიული წყაროს ანალიზთან დაკავშირებული პრობლემების გაუმჯობესების მიზნით. თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისათვის .თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.  საჭირო არ არის კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება. გმადლობთ დახმარებისთვის!

1. როგორ ფიქრობთ, დაგეხმარებათ თუ არა სწავლის პროცესის გაუმჯობესებაში ჩემი  კვლევა ?
     დიახ
     არა
     ნაწილობრივ
2. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ისწორიულ წყაროებს დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიის შესწავლაში?
     დიახ
     არა
     ნაწილობრივ
3. რა სახის ისტორიულ წყაროზე გირჩევნიათ მუშაობა?
     ვიზუალურ წყაროზე (ფოტო, პლაკატი, კარიკატურა და ა.შ.)
     წერილობით წყაროზე
     ორივეზე
     სულერთია
4. ისტორიული წყაროს ანალიზისას რა სახის კითხვებზე გირჩევნიათ მუშაობა?
     დახურულ კითხვებზე
     ღია კითხვებზე
     არცერთზე
5. ისტორიული წყაროს ანალიზისას რა წარმოადგენს თქვენთვის ყველაზე დიდ სირთულეს? (შესაძლებელია რამოდენიმე პასუხის მონიშვნა)
     სტრესული გარემო
     დავალების შესასრულებლად მცირე დრო გავაქვს მოცემული
     ტექსტი დაწერილია ძველი ქართული სალიტერატურო ენით
     ტექსტი დატვირთულია უცხო სიტყვებით
     ტექსტი დიდია და მიჭირს მისი აღქმა
     ვერ ვგებულობ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს
6. ისტორიული წყაროს ანალიზისას რა ფორმით გირჩევნია დავალების შესრულება?
     წერილობით
     ზეპირად
7. აღნიშნული პრობლემის გადაჭრა/გამოსწორების რომელი გზებია შენთვის ყველაზე მისაღები? (შესაძლებელია რამოდენიმე პასუხის მონიშვნა)
     მასწავლებელმა წინასწარ გვავარჯიშოს წყაროს ანალიზზე
     წინასწარ მოგვაწოდოს ინფორმაცია წყაროს შექმნის პერიოდის შესახებ
     გამოიყენოს იოლად გასაგები კითხვები
     წინასწარ მოგვაწოდოს უცხო სიტყვების განმარტებები
     გვამუშაოს თანამედროვე ენით დაწერილ წყაროებზე
     სხვა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––





ვიზუალური წყაროს ანალიზის ხუთი საფეხური

აღწერაიდენტიფიცირებაინტერპრეტაციაშეფასებაგამოხმაურება/რეფლექსია

1. აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ყურადღებით დააკვირდნენ გამოსახულებას და ფურცლებზე ან რვეულებში რაც შეიძლება დეტალურად ჩამოწერონ:
·         რას ხედავენ გამოსახულებაზე;
·         რა ფერებია მასში გამოყენებული;
·         ზედმიწევნით აღწერონ საგნები და ადამიანები;
·         აღწერონ კომპოზიცია (ადამიანებისა და საგნების განლაგება; ურთიერთმიმართება და სხვა).
ამ საფეხურზე მოსწავლეები მხოლოდ აღწერენ წყაროს. მასწავლებელმა არ უნდა დაუშვას მისი ანალიზი ან ინტერპრეტაცია.წყაროს წერილობითი დახასიათების შემდეგ მოსწავლეები კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარი. თუ სამუშაო ჯგუფებში სრულდება,  მისი დასრულების შემდეგ პრეზენტატორი წარადგენს ჯგუფის პოზიციას. სასურველია, პრეზენტაცია შემდეგი სიტყვებით  იწყებოდეს: ამ წყაროზე დაკვირვებისას მე/ჩვენ ვხედავ/ვხედავ...“
2. იდენტიფიცირება:  განისაზღვრება ძირითადი ინფორმაცია ამ გამოსახულების შესახებ. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, უპასუხონ შემდეგ შეკითხვებს:
? რა კითხვები დაგებადათ წყაროს ნახვისას?
? რა კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, რომ დაიწყოთ წყაროს ინტერპრეტაცია?
მოსწავლეები ამ კითხვებს რვეულებში ან ფურცლებზე ჩამოწერენ და ცდილობენ, უპასუხონ.  კითხვები შეიძლება ასეთი იყოს: 
? როდის შეიქმნა ეს წყარო?
? ვინ არის მისი ავტორი?და სხვა.
დასასრულ,  მოსწავლეები კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარს. თუ სამუშაო ჯგუფებში სრულდება, მისი დასრულების შემდეგ პრეზენტატორი წარადგენს ჯგუფის პოზიციას. სასურველია პრეზენტაცია იწყებოდეს შემდეგი სიტყვებით: „ამ წყაროზე დაკვირვებისას მე მინდა ვიცოდე/ჩვენ გვინდა ვიცოდეთ...“
3. ინტერპრეტაცია: იმის გათვალისწინებით, რა იციან კონკრეტული ვიზუალური წყაროს შესახებ (შესაძლოა, ფლობდნენ დამატებითი ინფორმაციას) და რას ხედავეგამოსახულებაზე,  მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ:
·         რას გულისხმობს ეს წყარო:
·         რა იდეის გადმოცემა უნდოდა ავტორს.
მოსწავლეები რვეულში ან ფურცლებზე წერილობით უპასუხებენ ამ კითხვებს, მერე კი კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარს. თუ სამუშაო ჯგუფებში სრულდება, მისი დასრულების შემდეგ პრეზენტატორი წარადგენს ჯგუფის პოზიციას. სასურველია პრეზენტაცია იწყებოდეს შემდეგი სიტყვებით: „მე მგონია/ჩვენ გვგონია, რომ ამ წყაროს ავტორს უნდოდა ეთქვა...“
4.  შეფასება: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, უპასუხონ შემდეგ კითხვებს:
? როგორ ფიქრობთ, რა არის ამ გამოსახულების მიზანი? 
? ვინ არის ამ გამოსახულების ადრესატი (ვისთვის არის განკუთვნილი ეს გამოსახულება)?
? როგორ ფიქრობთ, რამდენად მიაღწია ავტორმა მიზანს? თუ კირატომ? და თუ არარატომ?
მოსწავლეები რვეულში ან ფურცლებზე წერილობით უპასუხებენ ამ კითხვებს, მერე კი კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარს.  თუ სამუშაო ჯგუფებში სრულდება,  მისი დასრულების შემდეგ პრეზენტატორი წარადგენს ჯგუფის პოზიციას. სასურველია პრეზენტაცია იწყებოდეს შემდეგი სიტყვებით: „ანალიზის საფუძველზე მივედი/მივედით იმ დასკვნამდე,  რომ ავტორმა მიაღწია/ვერ მიაღწია მიზანს, რადგან...“
5.  გამოხმაურება/რეფლექსია: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, უპასუხონ შემდეგ კითხვებს:
? როგორ ფიქრობთ, რა გავლენა შეეძლო მოეხდინა ამ ვიზუალურ წყაროს კონკრეტულ ისტორიულ პროცესებზე/საზოგადოებაზე/ადამიანებზე?
? რა შეუძლია მოგვითხროს ამ გამოსახულება იმდროინდელი ცხოვრების, ლოკალური ადგილისა და ეპოქის შესახებ?
? რა კითხვები დაგებადათ ამ წყაროს ანალიზის შემდეგ? 
? კიდევ რის ცოდნა გსურთ ამ თემის შესახებ?
მოსწავლეები რვეულში ან ფურცლებზე წერილობით უპასუხებენ ამ კითხვებს, მერე კი კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარს.  თუ სამუშაო ჯგუფებში სრულდება,  მისი დასრულების შემდეგ პრეზენტატორი წარადგენს ჯგუფის პოზიციას. სასურველია პრეზენტაცია იწყებოდეს შემდეგი სიტყვებით:  მე მიმაჩნია/ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ გამოსახულებას შეეძლო გავლენა მოეხდინა...“,  ამ წყაროს ანალიზის შედეგად მე გავიგე/ჩვენ გავიგეთ, რომ...“,  ამ წყაროს ანალიზის შედეგად მე დამებადა/ჩვენ დაგვებადა შემდეგი კითხვები...“
ანალიზის შედარება: ჩატარებული სამუშაოს შემდეგ კლასში იმართება დისკუსია იმ მოწაფეებს შორის, რომლებმაც კარდინალურად განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს. მასწავლებელი და მოსწავლეები აჯამებენ გაკვეთილს.




წერილობითი წყაროს ანალიზის შაბლონი

მასწავლებელმა უნდა სცადოს იმგვარი წყაროს შერჩევა, რომელიც მოსწავლეებს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას მისცემს. წყარო ან მისი მონაკვეთი არ უნდა იყოს მეტისმეტად დიდი (არ აღემატებოდეს ორ-სამ გვერდს). მის გაცნობამდე მოსწავლეებს შეიძლება მივაწოდოთ მცირე ინფორმაცია იმ ეპოქის შესახებ, რომელშიც შეიქმნა ან რომლის შესახებაც მოგვითხრობს ეს წყარო.  ამგვარი აქტივობა შეიძლება შესრულდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურადაც. ინდივიდუალური სამუშაოს შესრულებისას თითოეულ მოსწავლეს ურიგდება შაბლონი, ხოლო ჯგუფური მუშაობის დროს თითოეულ ჯგუფს.
შესაძლოა, წყარო არ იძლეოდეს შაბლონში მოცემულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას. ამ შემთხვევაში მოსწავლეები უბრალოდ გამოტოვებენ შესავსებ გრაფას ან არ უპასუხებენ ამ შეკითხვას.
შაბლონის შევსება წყაროს ანალიზის მხოლოდ პირველი ნაბიჯია, მოსწავლეები ისწავლიან გაცილებით მეტს, თუ საკუთარ იდეებსა და მოსაზრებებს სხვასაც გაუზიარებენ, ამიტომ შაბლონის შევსების შემდეგ, მათ საშუალება უნდა მივცეთ, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები, რომლებიც შესაძლოა საინტერესო დისკუსიის საფუძვლად იქცეს. შესაძლოა, აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ ზოგიერთმა მოსწავლემ შეიცვალოს კიდეც აზრი.


წერილობითი წყაროს ანალიზის შაბლონი

ავტორი
ვინ შექმნა წყარო?

რას ფიქრობთ წყაროს ავტორის შესახებ?

როგორია წყაროს ავტორის მსოფლმხედველობა და თვალსაზრისი მის მიერ აღწერილი მოვლენების შესახებ?

დრო და ადგილი
სად და როდის შეიქმნა წყარო?

როგორ შეიძლება იმოქმედოს წყაროს შექმნის დრომ და ადგილმა მის შინაარსზე?

წინასწარი ინფორმაცია

გარდა იმისა, რაც იცით წყაროს შექმნისა და შემქმნელის შესახებ, კიდევ რა ინფორმაცია გაქვთ ამ წყაროზე?

აუდიტორია
ვისთვის შეიქმნა ეს წყარო და რა გავლენა შეეძლო მოეხდინა ადრესატს მის უტყუარობაზე?

მიზეზი
რა იყო ამ წყაროს შექმნის მიზეზი და რა გავლენა შეეძლო მოეხდინა მას წყაროს უტყუარობაზე?

ძირითადი იდეა

რა ძირითადი იდეა/იდეებია გადმოცემული წყაროში?


მნიშვნელობა

რამდენად მნიშვნელოვანია წყარო?

რატომ არის წყარო მნიშვნელოვანი?














კვლევის შედეგების გაზიარების რეფლექსია

ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგების შეხედულებები და გამოცდილება. ვცდილობ გავითვალისწინო მათი რჩევები და ჩემი პრაქტიკა გავხადო უფრო დახვეწილი. ამიტომ კვლევის დასრულების შემდეგ კოლეგებს წარვუდგინე ჩემი ნაშრომი პრეზენტაციის სახით. შეხვედრას ესწრებოდა 10 მასწავლებელი, რომელთა ნაწილი თავად იყო დაინტერესებული კვლევის შედეგებით. ნაწილი კი  ჩემს მიერ იყვნენ მოწვეულნი. დაინტერესებული მასწავლებლების ჯგუფს შეადგენდნენ ისინი, ვინც თავიდანვე ჩართულნი იყვნენ კვლევაში (მათთან მე მქონდა რეგულარული შეხვედრები მათი სადამრიგებლო კლასების მოსწავლეთა მიღწევების და კვლევის მიმდინარეობის შესახებ. ამ შეხვედრებზე მუდამ ვიღებდი უკუკავშირს). შეხვედრა აქტურად წარიმართა. შეხვედრის მონაწილე მასწავლებლებმა დამისვეს კითხვები პრობლემის იდენტიფიცირების, საკვლევი კითხვების, მეთოდების, ინტერვენციის შედეგების შესახებ და მიიღეს ამომწურავი პასუხები. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა, მათემატიკის მასწავლებელმა აღნიშნეს, რომ მათაც აქვთ მსგავსი, ტექსტის გააზრების, პრობლემა, რომ ჩემი კვლევა და განხორციელებული ინტერვენციები მათაც დაეხმარება საგაკვეთილო პროცესის ხარისხიანად წარმართვაში. ასევე ქართული ენის მასწავლებლისაგან გაჟღერდა ინიციატივა ერთობლივი კვლევის განხორციელების შესახებ. კოლეგებისგან მივიღე რჩევა ისტორიულ წყაროებად ხომ არ გამოვიყენებდი დოკუმენტურ ფილმებს, რომელთა გარჩევა მოსწავლეებს განუვითარებს კრიტიკულ აზროვნებას. ამ რჩევას აუცილებლად გამოვიყენებ, განსაკუთრებით თუ განვახორციელებ ერთობლივ კვლევას ქართული ენის მასწავლებელთან ერთად.
                                                                                                            იამზე ჯოხაძე
სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;   2018 წელი, 15 ივნისი.


Комментариев нет:

Отправить комментарий