საწრეო მუშაობა


















წრის დასახელება  "ისტორიანი"
წრის ხელმძღვანელი ხევაშენის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი იამზე ჯოხაძე

წრის მოკლე დახასიათება 2018 წლის 15 თებერვლიდან ხევაშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წახალისების და მოტივაციის ამაღლების მიზნით, მუშაობას იწყებს ისტორიის წრე "ისტორიანი". ცხადია, მოსწავლეთა აკადემიური შესაძლებლობები და მიღწევები განსხვავდება ერთმანეთისგან.ჩემი მიზანია, შედარებით სუსტ მოსწავლეებს ავუმაღლო თვითშეფასების უნარი და დავეხმარო საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში
წრის წევრები VII-VIII კლასის მოსწავლეები: ჯუმბერ გორგოძე, ზურიკო ენდელაძე, ნიკა მანჩხაშვილი, ინდირა მანჩხაშვილი, ნინო ნატრიაშვილი, ანა ქედლიანი, რომან ჭაფოძე, თიკო ენდელაძე, ნინო ენდელაძე, ია მორჩიაშვილი, ანთრანიკ ქედლიანი, ნინო ჭაფოძე
წრის მიზანი  მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება
მოსალოდნელი შედეგები საგნობრივ წრეზე მუშაობა გამოიწვევს მოსწავლეთა ინტერესის ამაღლებას საგნის მიმართ, განუვითარდებათ ჯგუფში მუშაობის , ინფორმაციის მოძიების, შემოქმედებითობისა და თანამშრომლობის უნარი
საწრეო მუშაობის დასაწყისი  15.02.2018
საწრეო მუშაობის დასასრული  08.06.2018
რესურსები ფორმატის ფურცლები, ფურცლები, ფერადი ფანქრები და ფლომასტერები, ინტერნეტი, სასკოლო და პირად ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურა და .

საწრეო შეხვედრა ჩატარდება კვირაში ერთჯერ, ორშაბათს, ექვსი გაკვეთილის შემდეგ. შეხვედრის ხანგრძლივობა – ერთი საგაკვეთილო საათი.










რეფლექსია
2017–2018 სასწავლო წლის II სემესტრის დასაწყისში დავგეგმე ისტორიის წრის შექმნა. სამიზნე ჯგუფად შევარჩიე VII-VIII კლასის მოსწავლეები ( ეს კლასები შევარჩიე იმის გამო, რომ ჩვენს მცირეკონტიგენტიან სკოლაში რაოდენობრივად ყველაზე მრავლად მოსწავლეები ამ კლასებში არიან და მოსწრების მხრივაც გამოირჩევიან მრავალფეროვნებით). წრის შექმნის იდეა და მიზანი გავაცანი მოწავლეებს, მათ სიხარულით განაცხადეს თანხმობა წრეში გაწევრიანებაზე. ამის შემდეგ სატელეფონო კავშირი დავამყარე მოსწავლეების მშობლებთან და მათგანაც მივიღე სიტყვიერი თანხმოვა მათი შვილების ისტორიის წრეში გაწევრიანებაზე.
წრის პირველ არაოფიციალურ შეკრებაზე მოსწავლეებთან ერთად განვიხილეთ და შევაჯერეთ ის საკითხები, რომელთ განხილვაც სურდათ მოსწავლეებს წრის მეცადინეობებზე. ეს საკითხებია: ვიკინგების ყოფა–ცხოვრება, ჯვაროსნული ლაშქრობები და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები. ასევე შევთანხმდით წრის მეცადინეობის განრიგსა და ხანგრძლივობაზე.
მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ მეცადინეობას. მე მათ ვურჩევდი საჭირო დამადებით მასალას, მოსწავლეები ასევე შეძლებისდაგვარად იყენენბდნენ ინტერნეტის საძიებო სისტემებს. თითოეულ საკითხზე მოძიებულ მასალას მოსწავლეები უზიარებდნენ ერთმანეთს. შემდეგ ამ მასალის მიხედვით აკეთებდნენ კედლის გაზეთს. მოსწავლეები შეთანმდნენ, რომ გაზეთს ვიკინგების შესახებ მოამზადებდა VII კლასი, ჯვაროსნების შესახებ – VIII კლასი, ხოლო დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებზე იმუშავებდნენ ერთობლივად. მოსწავლეებმა განსაკუთრებული ხალისით იმუშავეს კედლის გაზეთების მომზადებაზე. წრის მუშაობის დადებით მხარედ მიმაჩნია ის, რო აქტივობებში ხალისით ერთვებოდნენ როგორც მარალი და საშუალო, ასევეცდაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეები და სსსმ მოსწავლე. წრის მუშაობის შედეგად მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია, გაუღრმავდათ ცოდნა აღნიშნული საკითხების ირგვლივ, შეძენილ ცოდნას აქტიურად იყენებდნენ სხვა საგნებშიც (მაგ. გეოგრაფიასა და ინგლისურში). წრის მოშაობა დაეხმარა მათ  ინფორმაციის მოპოვება/გააზრების,  ჯგუფში მუშაობის ,  შემოქმედებითობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებაში.
წრის მუშაობით კმაყოფილნი იყვნენ როგორც მოსწავლეები, ასევე მათი მშობლებიც.
წრის მუშაობის დაგეგმვისას   უმჯობესი იქნებოდა, რომ გამეთვალისწინებინა სირთულე ინტერნეტთან დაკავშირებით,  ასევე მეტი დატვირთვა მიმენიჭებინა შინ მუშაობისთვის. კარგი იქნებოდა დამეგეგმა გასვლითი გაკვეთილებიც. ამ შენიშვნებს აუცილებლად გავითვალიწინებ სამომავლო წრის მუშაობის დაგეგმვისას.
                                                                                              იამზე ჯოხაძე
                                                                                                 14.06.2018.




















შეხვედრის თარიღი
თემა
აქტივობა
შენიშვნა
19.02
ვიკინგები  – ვიკინგების სამშობლო, ტრადიციები, ყოფა ცხოვრება, მსგავსება ქართველ მთიელთა ტრადიციებთან.
წყაროებზე მუშაობა, თვალსაჩინო მასალების დათვალიერება, მსგავსებების აღმოჩენა
კომპიუტერი, წიგნი "ვიკინგები", რუკა
26.02
ვიკინგები  – გემთმშენებლები და მეზღვაურები, მეომრები, ყაჩაღები და მძარცველები.
წყაროებზე მუშაობა, თვალსაჩინო მასალების დათვალიერება,
კომპიუტერი, წიგნი "ვიკინგები", რუკა
05.03
ვიკინგები – მოგზაურები და ახალმოსახლენი, ვაჭრები და ხელოსნები.
წყაროებზე მუშაობა, თვალსაჩინო მასალების დათვალიერება, სამოგზაურო გზების დადგენა და რუკაზე დატანა
კომპიუტერი, წიგნი "ვიკინგები", რუკა
19.03
ვიკინგები – შეჯამება
კედლის გაზეთის მომზადება
კომპიუტერი, წიგნი "ვიკინგები", ფორმატის ფურცელი, ფერადი ფანქრები
26.03
ჯვაროსნები – ლაშქრობების მიზეზები, I, II , III და IV ჯვაროსნული ლაშქრობები,
წყაროებზე მუშაობა, თვალსაჩინო მასალების დათვალიერება, სალაშქრო გზების დადგენა და რუკაზე დატანა
კომპიუტერი, წიგნი "შემეცნების სამყარო", რუკა
02.04
ჯვაროსნები – V, VI, VII და VIII ლაშქრობა,
წყაროებზე მუშაობა, თვალსაჩინო მასალების დათვალიერება, სალაშქრო გზების დადგენა და რუკაზე დატანა
კომპიუტერი, წიგნი "შემეცნების სამყარო", რუკა
16.04
ჯვაროსნები – ღატაკთა და ბავშვთა ლაშქრობები
წყაროებზე მუშაობა, თვალსაჩინო მასალების დათვალიერება, სალაშქრო გზების დადგენა და რუკაზე დატანა
კომპიუტერი, წიგნი "შემეცნების სამყარო", რუკა
23.04
ჯვაროსნები – ლაშქრობათა შედეგები, შეჯამება
კედლის გაზეთის მომზადება
კომპიუტერი, წიგნი "შემეცნების სამყარო", ფორმატის ფურცელი, ფერადი ფანქრები
30.04
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები –  დასაწყისი
წყაროებზე მუშაობა, თვალსაჩინო მასალების დათვალიერება, სამოგზაურო გზების დადგენა და რუკაზე დატანა
კომპიუტერი, წიგნი "შემეცნების სამყარო", რუკა
07.05
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები –  ამერიკის აღმოჩენა, ამერიკული ცივილიზაციები
წყაროებზე მუშაობა, თვალსაჩინო მასალების დათვალიერება.
კომპიუტერი, წიგნი "შემეცნების სამყარო", რუკა
14.05
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები –  
ოკეანეთი
წყაროებზე მუშაობა, თვალსაჩინო მასალების დათვალიერება, სამოგზაურო გზების დადგენა და რუკაზე დატანა
კომპიუტერი, წიგნი "შემეცნების სამყარო", რუკა
21.05
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები – ეკონომიკური შედეგები
წყაროებზე მუშაობა, თვალსაჩინო მასალების დათვალიერება.
კომპიუტერი, წიგნი "შემეცნების სამყარო"
28.05
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები – პოლიტიკური შედეგები
წყაროებზე მუშაობა, თვალსაჩინო მასალების დათვალიერება.
კომპიუტერი, წიგნი "შემეცნების სამყარო"
04.06
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები – შეჯამება
კედლის გაზეთის მომზადება
კომპიუტერი, წიგნი "შემეცნების სამყარო", ფორმატის ფურცელი, ფერადი ფანქრები
11.06
წრის მუშაობის შეჯამება
საწრეო საქმიანობის და წრის ხელმძღვანელის შეფასების კითხვარის შევსება მოსწავლეების და მშობლების მიერ (მშობლები კითხვარს ავსებენ შინ)


შეფასების ფურცლები





Комментариев нет:

Отправить комментарий